ეკონომიკური და სოციალური საბჭო

ეკონომიკური და სოციალური საბჭო
ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში შედის ორმოცდათოთხმეტი წევრი, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევს გენერალური ასამბლეა. წევრები იკრიბებიან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო მათი ძირითადი შეხვედრა იმართება ივლისში ნიუ-იორკში ან ჟენევაში. ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს აქვს „საერთაშორისო ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და მათთან დაკავშირებულ საკითხთა” შესწავლის წამოწყების და ანგარიშების შედგენის ფართო უფლებამოსილება (გაერო-ს წესდება, მუხლი 62(1)). მას ასევე შეუძლია „რეკომენდაციების შედგენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის, დაცვის და ხელშეწყობის მიზნით“ (მუხლი 62(2)). ეკონომიკური და სოციალური საბჭო მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კონფერენციების ორგანიზებაში და მუშაობს გაერო-ს სხვა უწყებებთან და მათთან დაკავშირებულ ორგანოებთან ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვის მიზნით. გაერო-ს ეგიდით ჩამოყალიბებული სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოები (კონვენციის მექანიზმები) ანგარიშს აბარებენ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს და, აქედან გამომდინარე, გენერალურ ასამბლეას. გარდა ამისა, ეკონომიკური და სოციალური საბჭო კოორდინირებას უწევს გაერო-ს სხვადასხვა პროგრამას, როგორიცაა, მაგალითად, გაერო-ს განვითარების პროგრამა, და იღებს წლიურ ანგარიშებს სპეციალიზებული ორგანოებიდან, როგორიცაა გაერო-ს განათლების, მეცნიერების და კულტურის საკითხთა ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ ორგანოთა მანდატები ადამიანის უფლებებზე გავლენას ახდენს. ვინაიდან ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს დიდი სამუშაო დატვირთვა აქვს, იგი ხშირად გადასცემს სამუშაოს ქვე-ორგანოებს. ეკონომიკური და სოციალური საბჭო ამუშავებს ათ კომისიას, ხუთ რეგიონულ კომისიას, სხვადასხვა სპეციალიზებულ კომიტეტსა თუ ექსპერტს. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომისიას წარმოადგენს ადამინის უფლებათა კომისია, რომელიც ჩამოყალიბდა 1946 წელს და ახორციელებს თავის ვალდებულებებს გაერო-ს წესდების 68-ე მუხლის მიხედვით.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "ეკონომიკური და სოციალური საბჭო" в других словарях:

  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საკითხთა კომიტეტი — პირველად 1987 წელს შეიკრიბა. სხვა კომიტეტებისგან განსხვავებით, იგი არ შექმნილა შესაბამისი პაქტის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის (1996) – საფუძველზე. უფრო სწორედ, იგი ჩამოყალიბდა 1985 წელს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის საბჭო — • ერთ ერთი უძველესი და ყველაზე დიდი სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც 8 მილიონზე მეტ ევროპელს აერთიანებს. მისი უმთავრესი საქმიანობა ადამიანის უფლებათა პრინციპების დამკვიდრებაა. ევროპული სასამართლო ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს… …   Georgian encyclopedia

  • ECOSOC — • ეკონომიკური და სოციალური საბჭო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთი ორგანო. Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი… …   Georgian encyclopedia

  • კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ — გაერთიანებული ერების მიერ მიღებული პირველი დოკუმენტი იყო ქალებთან დაკავშირებით, რომელიც სავალდებულო ხასიათს ატარებდა ხელმომწერი მხარეებისათვის. კონვენციის ძირითადი მოთხოვნაა პოლიტიკური უფლებების კუთხით სქესებს შორის თანაბარუფლებიანობის დანერგვა.… …   Georgian encyclopedia

  • კონვენცია გათხოვილი ქალის ეროვნების შესახებ — ეს კონვენცია ქალის უფლებების ერთ ერთ ყველაზე წინააღმდეგობებით აღსავსე საკითხს არეგულირებს, რომელიც მოგვიანებით, ჯერ „დეკლარაციაში ქალთა წინააღნმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“, ხოლო შემდეგ „ქალთა წინააღნმდეგ მიმართული ყველა… …   Georgian encyclopedia

  • ბიზნესის და პარლამენტის თანამშრომლობა — პროექტს ახორციელებს ბიზნესისა და პარლამენტის თანამშროლობის საერთაშორისო ასოციაცია (IABP) ირლანდიისა და ლუქსემბურგის მთავრობების ხელშეწყობით. პროექტი დაიწყო 2004 წელს. მისი მთავარი მიზანია განავითაროს ნდობა და ურთიერთგაგება ბიზნესის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»